გვხვდება სახელადი და ზმნური ფუძეებიდან ნაწარმოებ არსებით სახელებში, რომლებიც აღნიშნავენ
1. 1) თვისებას, დამახასიათებელ ნიშანს, ქცევის მანერას და ა.შ.: bravery სიმამაცე; chivalry რაინდობა, რაინდული სული; bribery მექრთამეობა; foolery მასხარაობა, სისულელე; snobbery სნობიზმი; pedantry პედანტიზმი, პედანტურობა;
2) საქმიანობას, პროფესიას, საზოგადოებრივ მდგომარეობას და ა.შ.: cookery კულინარია; forestry მეტყევეობა; pottery მეთუნეობა; gentry ჯენტრი; peasantry გლეხობა; infantry ქვეითი ჯარი;
3) საგნების, ნივთების კლასს: ironmongery რკინეულობა, კავეულობა; jewellery საიუველირო ნაკეთობანი; crockery თიხის ან ქაშანურის ჭურჭელი; machinery მექანიზმები; მანქანები;
2. 1) რისამე წარმოების, მოპოვების, დამზადების, გაყიდვის და ა.შ. ადგილს: bakery ფურნე, სახაბაზო; საფუნთუშე; colliery ქვანახშირის მაღარო ან შახტი; grocery საბაყლო;
2) საცხოვრებელ ადგილს: nunnery დედათა მონასტერი; nursery საბავშვო ოთახი;
3) რისამე შესანახ ადგილს, ცხოველის სადგომს, მცენარის მოსაშენებელ ადგილს და ა.შ.: armoury იარაღის საწყობი, არსენალი; piggery საღორე; vinery ვენახი.